როგორც ჩანს, მატყუებენ… მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც დაგვცინის…“ – ტიქ-ტოკერი ქეთი ეგიდუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ
მართალია, არ ვიცი. ასევე, სამშენებლო კომპანიების ჯგუფიც მირეკავს, გამოაცხადეს, რომ ქეთის ბინას ვაძლევთო, მაგრამ, ფაქტობრივად, ჯერ არაფერი … 4 ათასი ადამიანი უყურებდა, გუშინ, ჩემს „ტიკტოკ-ლაივს” და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სირცხვილია, გამოვდივარ ლაივში, მირეკავს ვიღაც და ამბობს, რომ სამშენებლო კომპანია ვარ და ბინას გაძლევო, თუ მართალია, მაშინ დაამტკიცე… მე პიარს ვუკეთებ, რეკლამას და ისინი მატყუებენ… თუ ბინას მჩუქნიან, ამ ყველაფერს, ხომ შემდეგ ნოტარიუსი სჭირდება და ათასი სხვა რამე, მაგრამ როგორც ჩანს, მატყუებენ… ეს არის უსინდისობა.
– თქვენს შვილზე მოგვიყევით, ამჟამად ერთად არ ცხოვრობთ, რა გიშლით ხელს?
– მე მყავს ერთი ბიჭი, 13 წლის. ის ამჟამად მამასთანაა, მინდა, რომ მალე დავიბრუნო. შაბათობით ვნახულობ ხოლმე. ხელს ერთად ყოფნაში ის გვიშლის, რომ მე სახლი არ მაქვს და სანამ არ მივიღებ, ერთად ვერ ვიცხოვრებთ.
– რას ეტყოდით, იმ ადამიანებს, ვინც დადებითად გხვდებიან და გეხმარებიან?
– ძალიან სასიამოვნო და საოცარი შეგრძნებაა, სულ მხვდებიან და მეუბნებიან, როცა ჩამოხვალ მოდიო ჩვენთანო და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო. ჩემი გულშემატკივრები მაფრთხილებენ, რომ ბევრს არ უნდა ვენდო, .