სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ვეძებ სამსახურს! უკიდურეს მომენატამდე არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ იძულებული ვარ, ასე საჯაროდ მოგმართოთ" - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი მიმართვას ავრცელებს

18-06-2025, 23:13
203

ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი სამსაძურს ეძებს და სოციაურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"ვეძებ სამსახურს, ყველა შემოთავზება განიხილება და მზად ვარ ახალი /განსხვავებული (არაჟურნალისტური) შესაძლებლობისთვის. ვიცი, საგიჟეთია, ყველას თავისი გასჭირვებია, მაგრამ ამ მძიმე მდგომარეობის გამო დავდექი მეც ამ რეალობის წინაშე...

დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის რომ ურთულესი დროება დგას, კი იცით... ვინც მედია ბაზარზე მუშაობს, ისიც დახურვის პირასაა (ტელევიზია იქნება თუ ონლაინ პლატფორმები) ჟურნალისტი, რომელიც 18 წელი ვმუშაობ/წყვეტა ამ პროფესიაში არ მქონია/ ყოველ დღე სიუჟეტი/ თითქმის ყველა გამოშვებაში ჩართვა მქონდა და ჯარისკაცულად ვშრომობდი (ვისაც შეხება ჰქონია მედიასთან იცის ეს რა ტიტანური შრომაა) - რომელი მედიაცაა დარჩენილი [კრიტიკულს ვგულისხმობ] მეუბნებიან რომ მოდი, მაგრამ ხელფასი არ გექნება...


იგივე და უარესი სიტუაციაა არასამთავრობო სექტორში... [ ანუ ყველასთან ყველაფერი მოკითხული მაქვს] უკიდურეს მომენატამდე არ მინდოდა ამის დაწერა,მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ბინის კრედიტი მაქვს, ჩემი შემოსავალი მხოლოდ ჩემი კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება იყო, იძულებული ვარ ასე საჯაროდ მოგმართოთ...


იმ ბიზნესმა და მათმა თავკაცებმა, ვისაც ოცნების არ ეშინიათ, იქნებ მოგვცენ შესაძლებლობა - ვიმუშაოთ მათ კომპანიებში, რომ საბანკო ვალდებულებების გადახდა და არსებობა შევძლოთ... რომ ჩვენ ადამიანებმა, პროფესიონალებმა და შრომას შეჩვეულებმა, უმუშევრობას თავი დავაღწიოთ... მომწონს რომ მეუბნებიან, 'წარმატებები, კარგი გოგო ხარ... მაგრამ'... არავის არაფერს გავალდებულებთ...

რეკომენდირებული