სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ნაცემია გარდაცვლილი კაცის მეუღლეც…“ – ოსიაურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

18-06-2025, 17:00
151

ოსიაურში 63 წლის მამაკაცის მკვლელობაში სიძეს ადანაშაულებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ნაცემია გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც.


„ერთად ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, შვილთან და სიძესთან ერთად“, – ამბობენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მიიმალა.


შსს-ს დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რეკომენდირებული