სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

18-06-2025, 12:06
44

ხვალ, 19 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ფატმანის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 19 ივნისის დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.


„აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 ივნისს დილის 10:00 სთ-დან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:


ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათსი, აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ერედვის და ნესტან-დარეჯანის ქუჩებს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკომენდირებული