სულ ვიდეოების რაოდენობა 11

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5-07-2025, 10:38
140

ვერძი





შეეცადეთ, გამოიჩინოთ ობიექტურობა მიმდინარე მოვლენების მიმართ. მშვიდად შეაფასეთ საკითხები, რაც გაშინებთ და გაფორიაქებთ. დაზოგეთ თქვენი ჯანმრთელობა და გაუფრთხილდით ახლობლებს.





კურო





დღეს, დაისვენეთ და გააკეთეთ გასულ კვირაზე დასკვნები. დაფიქრდით იმაზე, რა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში და შეცვალეთ მოქმედების გეგმა.





ტყუპები





ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს. შესაძლოა, ოჯახში მცირე სირთულეებმა და გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა, ეს დროებითია და მალე ყველაფერი დალაგდება.





კირჩხიბი





იყავით მშვიდად და გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.





ლომი





შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი ახლობლებთან. ამ ეტაპზე, სჯობს, თავი აარიდოთ არაფრისმომცემ კამათსა და გარჩევებს, მალე, ყველაფერი თავისთავად დალაგდება.





ქალწული





ყურადღება გაამახვილეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე – ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ფოსტით. ახლა თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთვის აუცილებელია, დაისვენოთ და მშვიდად გააანალიზოთ საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი გაქვთ.





სასწორი





დღეს, შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ ის საქმეები, რომელზეც ხელი არ მიგიწვდებოდათ. დღეს, თქვენთვის მარტივია წარმატების მიღწევა, ამიტომ, არ შეგეშინდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების. ამასთან, არ დაივიწყოთ, რომ აუცილებელია დასვენება.





მორიელი





შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ეცდებიან მიღებული გადაწყვეტილებები შეგაცვლევინოთ. ნუ იჩქარებთ, იყავით წინდახედული და მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილებები.





მშვილდოსანი





ძალების მოზღვავება და შემოქმედებითი ენერგია ახალი სივრცეებისკენ, შეუცნობელი სამყაროს იდუმალების ამოსაცნობად გიწვევთ. ახლა ერთფეროვნება ნამდვილად არ გემუქრებათ, არც მოსაწყენად გეცლებათ

რეკომენდირებული